|
2021-03-20 12:20:51, 592 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა უმწვავესი კრიზისის დასრულებაზე
„ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, ქვეყანაში საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაციის დასრულებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან, ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო დასრულდა უშედეგოდ. „ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ თბილისში გამართული მოლაპარაკებები დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო უშედეგოდ დასრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, რომ ქვეყანაში დასრულებულიყო საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი. ამ ნაბიჯებით, „ქართულმა ოცებამ“ უარი თქვა შანსზე, რომ ქვეყანას არ ჰყოლოდა ხელისუფლება, რომელიც არა არჩევნების მიტაცების გზით მოვიდა სათავეში, არამედ რომელიც იქნებოდა ლეგიტიმური და იმოქმედებდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)