|
2021-03-19 17:30:23, 761 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი, 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას, ქვეყნის მასშტაბით, 1-ელ ივნისამდე არ ამოქმედდება. ამასთანავე, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის პერიოდში, 20 მარტის 00:00 საათიდან 29 მარტის 06:00 საათმდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს. ცნობისთვის, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღით კი, შემთხვევათა რიცხვი 933-ს შეადგენდა. აზერბაიჯანში ასევე კორონავირუსის ახალი, ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევაა დაფიქსირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)