01:57 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 14:12:16, 526 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ სანქციებისა და მუქარის ტონით საუბრის ესმის, რასაც მალე მიიღებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე ხელისულებასა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ დიალოგს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დასავლეთის, ამერიკისა და ევროპის კრიტიკა, მძაფრი ნაბიჯები გაგრძელდება.

როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ ესმის მხოლოდ პირდაპირი ძალით, სანქციებით, მუქარითა და მკაცრი ტონით საუბარი, რასაც უახლოეს მომავალში ბრიუსელისგან მიიღებენ.

„გუშინ შედეგი გამოჩნდა და დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს არ ესმით არც კონსტრუქციულობა, არც საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელობა და არც ის, რასაც ეუბნებიან ნორმალური ენით. ბუნებრივია ჩვენ ველოდებით, რომ კრიტიკა და ბევრად მძაფრი ნაბიჯები დასავლეთიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, ჩვენი ამოცანა ეს არ ყოფილა, ჩვენი ამოცანა იყო შეთანხმების მიღწევა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ერთადერთი რაც ესმის „ქართულ ოცნებას“, ეს გახლავთ პიდაპირი ძალით, სანქციებით, მუქარის მკაცრი ტონით საუბარი და ამას მიიღებენ უახლოეს მომავალში ბრიუსელისგანაც და ვაშინგტონისგანაც“, - განახადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისულებას შორის დიალოგი გაიმართა, თუმცა საკითხების უმრავლესობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics