02:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 13:25:01, 576 ნახვა

საზოგადოება
გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ თბილისი-მიუნხენის რეგულარულ რეისს ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს

უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადების პოტენციალს ხედავენ და ამ ფონზე რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდიან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისი-მიუნხენის მიმართულების ასრულებდა რეგულარულ რეისებს, ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს.

„პირველი ივნისიდან „ლუფთჰანზა“ კვირაში ოთხი სიხშირით იწყებს რეისების შესრულებას ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით. ასევე გააორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის ხაზზე. ჩვენ ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ შორის ტურისტებს „პისიარ“ ტესტით ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც ცხადია, გერმანელი ტურისტებიც იქნებიან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს, კვირაში ოთხი სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს. ასევე, ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონში მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics