|
2021-03-19 12:45:14, 549 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციის ულტიმატუმია, ვაღიაროთ პოლიტპატიმრების არსებობა და „თავზე ნაცარი წავიყაროთ“
არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ „თავზე ნაცარი წაიყაროს“ და უნდა აღიაროს პოლიტპატიმრების არსებობა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას სურს, არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე სააკაშვილი ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს. „არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ „თავზე ნაცარი წაიყაროს“ და უნდა აღიაროს პოლიტპატიმრების არსებობა. გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, სანამ არჩეული არ იქნება სააკაშვილი და სანამ საპარლამენტო ტრიბუნაზე არ დალევს წყალს თუ ჩაის. ეს არის მთავარი ულტიმატუმი, რომლის მიღმაც არაფერი დგას. ერთადერთი განცხადება, რაც შეიძლება საყურადღებო იყოს არის ის, რომ კომპრომისი არის თავად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. ეს არის მთავარი თემა, ამოსავალი წერტილი და დიქტატი, რომელსაც დაემორჩილა ყველა, რომლებსაც საცივიდან თავი ამოაყოფინეს, როგორც კი ოდნავ განსხვავებული აზრი დავუშვით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)