16:52 - 07 Jul, 2026
|
2021-03-18 15:57:31, 920 ნახვა
მსოფლიო
სხვას უწოდებ იმას, რაც თავად ხარ - ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს პასუხობს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც მან დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევდა თუ არა ვლადიმერ პუტინს მკვლელად. „ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით, ვამბობდით: სხვას უწოდებ იმას, რაც თავად ხარ“, - განაცხადა პუტინმა. მანვე აღნიშნა, რომ თითოეული სახელმწიფოს და ერის ისტორიაში, ბევრი დრამატული და სისხლიანი მოვლენაა. „როდესაც ჩვენ ვაფასებთ სხვა ადამიანებს, ან როდესაც ჩვენ ვაფასებთ სხვა სახელმწიფოს, სხვა ერს, ყოველთვის თითქოს სარკეში ვიყურებით და იქ ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)