|
2021-03-18 14:43:00, 428 ნახვა
პოლიტიკა
იოსელიანი დავითაშვილს: თქვენი ჩასვლის შემდეგ, „ნამახვანჰესის" აქციაზე მეტი ხალხი გამოვიდა - ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი
ალეკო ელისაშვილმა თქვა, ომწაგებული გენერლები თავს იკლავდნენო და მე მგონი, თქვენ ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს. „28 თებერვალს შედგა პირველად ყველაზე დიდი აქცია, ქუთაისში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ამის შემდეგ თქვენ ჩაბრძანდით მოსალაპარაკებლად და თქვენი ჩასვლის შემდეგ, მეორე აქციაზე კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა და ამ ადამიანებმა თქვეს, რომ 15 წუთი არ დაუთმეთ მათ მოსასმენად და გამოიქეცით იქიდან, ასე აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას, სანამ მთელი საქართველო არ გამოვა და ფეხზე არ დადგება, ასეთი „წარმატებული კომუნიკაციით“ აპირებთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაგრძელებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)