|
2021-03-18 12:24:53, 428 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების ფონზე მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მივაღწევთ
ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების ფონზე მოლაპარაკებებში ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პოლიტიკურ მხარეებს შორის ევროპელი მედიატორის ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დამაზიანებელი იქნება. „მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩავიდეს „ქართული ოცნების“ სახელით სასაუბროდ ამა თუ იმ დედაქალაქში, რეალობა ქვეყანაში არის ის, რაც არის. ამ რეალობას ვერ შეცვლის ვერც ერთი ვიზიტი. ფაქტია არის ერთი, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების ფონზე ამ მოლაპარაკებებში ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ამიტომ, ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის პოზიციაა, რომ პოლიტპატიმრების თემის გარეშე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ სენატის მოსმენა განსაკუთრებით იმ ფონზე თუ მიმდინარე მოლაპარაკებები არ აღმოჩნდა წარმატებული, იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების განახლებული პოლიტიკის შემუშავებაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)