|
2021-03-17 16:05:30, 529 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - იმედს ვიტოვებ, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია გადადგამს გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდება პარლამენტს
ვიმედოვნებ, კონსტრუქციული ოპოზიცია, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, გადადგავს გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდება პარლამენტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო მეგობრის რჩევაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ საერთო ენა, რათა პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს პარლამენტში. „ყველა საერთო, კონსოლიდირებული რომ შევაჯამოთ მათი რჩევვა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და ჩვენ, ყველამ ერთად პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია, არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია, მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და სხვა ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მე ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა იმ კონსტრუქციული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუართდებიან პარლამენტს, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)