|
2021-03-17 15:36:23, 576 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, წერტილი
რა თქმა უნდა, ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტმა ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნების მონიტორინგის მისიაში, მაგრამ მე ვემხრობი და ვეყრდნობი ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, წერტილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება და მიანიჭა მანდატი კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რათა ისინი შევიდნენ პარლამენტში, აიღონ თავიანთი მანდატები და იმუშაონ ქართველი ხალხის სასარგებლოდ. „ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება და მიანიჭა მანდატი კონკრეტულ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა პარტიებიდან, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში, აიღონ თავიანთი მანდატები და იმუშაონ ქართველი ხალხის სასარგებლოდ”, - განაცხადა მარინა კალიურანდმა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)