00:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 13:51:07, 344 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, მელიორაციის და მიწის მართვის მიმართულებებით.

საუბარი შეეხო სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ახალი პროექტის ინიცირების მნიშვნელობის საკითხს.

ლევან დავითაშვილმა დიეგო კოლასს საქართველოში განხორციელებული მიზნობრივი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ელჩს ის ღონისძიებები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს.

ელჩის განაცხადებით, საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics