|
2021-03-17 13:34:44, 478 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკური გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ვერ იქნება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო. როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შეძლონ პოზიციების დაახლოება. „ყველა მხარესთან მიმართებაში არის მოწოდება, რომ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება შედგეს. გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული, როდის ტარდება არჩევნები და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო. ეს უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული, კონსტიტუციასთან შესაბამისი და სამართლიანი გადაწყვეტილება. პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შეძლონ პოზიციების დაახლოება. ჩვენი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ ამ პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა აქტიურად, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ვახორციელებთ იმით, რომ ვსხედვართ მოლპარაკების მაგიდასთან, გვაქვს მზაობა სამართლიან, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ შეთანხმებაში მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)