2021-03-17 11:40:53, 1663 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ლეტალურ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 3 665-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 006-მდე.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან