00:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 17:03:01, 530 ნახვა

პოლიტიკა
ლადო კახაძე დეპუტატებს: ყველანი ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით - ჩვენ ერთამენთს ვაწახნაგებთ

ყველანი ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, დაწახნაგების პროცესი დღესაც გრძელდება პოლიტიკურ ასპარეზზე, რის შემდეგაც კარგი ბრილიანტი მიიღება.

„რა არის სკოლა? სკოლა ეს არის ადგილი, სადაც ჭეშმარიტების საძიებელ გზაზე ერთმანეთს ფილოსოფოსები ხვდებიან. დიახ, პატარები ფილოსოფოსები არიან, რომლებსაც თავისი კითხვები აქვთ. ისინი სამყაროს თავისი თვალებით უყურებენ. აღიქვამენ იმას ისე, როგორც მიიღებს მათი ტვინი. ეს ტვინი კი გენეტიკური დატვირთვის მქონეა და ოჯახებში იხედნება, შემდეგ გამოდის დიდ ასპარეზზე. ყველანი ალმასები არიან, ყველა ბავშვი და თითოეული თქვენგანი ერთხელ და განუმეორებლად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით. ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ეს დაწახნაგების პროცესი დღესაც გრძელდება პოლიტიკურ ასპარეზზე და კარგია, დაწახნაგების შემდეგ კარგი ბრილიანტი მიიღება. ეს ძნელი პროცესია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics