2021-03-16 11:35:52, 1570 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამი აღმოაჩინეს
რუსეთში კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური ავრცელებს.
„აღმოჩენილია კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის 28 შემთხვევა, 2 კი, ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტთანაა დაკავშირებული", - აღნიშნულია „როსპორტრებნადზორის“ განცხადებაში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ექსპერტებმა კოვიდ19-ის სხვა მუტაციების 16 შემთხვევა აღმოაჩინეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან