05:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 10:50:41, 356 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, ზნაკვის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ,მუხიანის აგარაკებზე არსებულ ზნაკვის ქუჩაზე (ვარდისუბნისა და 26 მაისის ქუჩის დამაკავშირებელი ზედა მონაკვეთი) საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების და სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო, ასევე, ასფალტის საფარი 1000 კვ. მ-მდე ფართობზე იგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 62 742 ლარი გამოიყო.მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

ამჟამად, მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ბეტონის გზა ეწყობა. გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზე, 1385 კვ.მ ფართობზე, ასფალტის საფარი დაიგება.ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, გამგეობის მიერ, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს. გამარჯვების ქუჩაზე კედლები ოთხ მისამართზე - N63–65–67-79 ეწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics