|
2021-03-15 17:17:05, 566 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს დღეს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დღეს შეხვდება. შეხვედრა ბრიუსელში თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართება. ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკაშირის თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატია, რომელიც ყოველწლიურად იმართება და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. დელეგაციას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ასევე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)