23:51 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 17:08:27, 446 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების არასწორ და განზრახ ცრუ დეტალებზე საუბრობს

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების არასწორ და განზრახ ცრუ დეტალებზე საუბრობს.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებსა და „წითელ ხაზებზე“ საუბარი არ შეიძლება და ხელისუფლების მხრიდან დაყენებულია ყველა ის საკითხი, რაც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს.

„თუკი ოპტიმიზმის საფუძველს რაიმე გვაძლევს, მათ შორის იყო გუშინდელი ძალიან კარგი და მოულოდნელი გადაწყვეტილება, როდესაც დანიელსონი დარჩა იმისათვის, რომ გაგრძელებულიყო მისი მედიაციით საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკება.

არ შეიძლება არც „წითელ ხაზებზე“ საუბარი და არც სხვა დეტალებზე, შეიძლება საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი არის სამართლიანი, გამომდინარეობს სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპიდან და ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული პოზიცია, თუმცა ამ პოზიციის სხვა დეტალების შესახებ ვერ ვსაუბრობთ. ამას არ არედიებიან ჩვენი ოპონენტები, რომელიც დეტალებზეც საუბრობენ და ამ დეტალების ინტერპრეტირებულ თუ არასწორ და განზრახ ცრუ ინტერპრეტაციებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics