23:52 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 14:03:24, 451 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა მართლმსაჯულების რეფორმაზე - ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის, „სასარგებლო იდიოტია“

მართლმსაჯულების რეფორმა შესაძლებელია გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც მმართველობის პირველ წელს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ოპოზიცია, ვისაც სჯერა მართლმსაჯულების რეფორმის ხელისულების მმართველობის 9 წლის თავზე განხორციელების, „სასარგებლო იდიოტია“.

„სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიანში ყველაზე მნიშვნელოვანიც კი. უბრალოდ, დედამიწის ზურგზე, ვერცერთ ეპოქაში, ვერ მოძებნით, რომ მართვის 9 წლის თავზე რომელიმე მთავრობა მას ახორციელებდეს. ბლეფია დაძველებული და გასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან მართმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი. ეგ რეფორმა შესაძლებელია გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც მმართველობის პირველ წელს. მერე ვეღარ იზამს. ასე რომ ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და მზადაა ამას დასჯერდეს, უბრალოდ "სასარგებლო იდიოტია" - მეტი არაფერი”, - წერს გიგი უგულავა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics