22:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 14:29:46, 883 ნახვა

პოლიტიკა
ვარლამ გოლეთიანი - მოვუწოდებ პრემიერს იყოს ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი და გაუშვას ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან

ქუთაისში ამ დროისთვის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა გარდა "ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერებისა, ეკონომიკის მინისტრის,ნათია თურნავას გადადგომაა.

როგორც ის აცხადებს, ადამიანს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ინფორმირებით არ ინტერესდება თანამდებობაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს.

„ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და მას მხოლოდ მინისტრი ჰგონია თავისი თავი, ფიქრობს, რომ მიწის გასხვისება შესაძლებელია ისე, რომ არც იცოდნენ შენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ასეთ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება იყოს ხელისუფალი და იყოს თანამდებობაზე.

სწორედ ამიტომ მოვუწოდებ პრემიერს იყოს ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი და გაუშვას ქალბატონი მინისტრი თანამდებობიდან, თორემ მოგვიწევს გამოვიდეთ მოთხოვნით გადადგეს მთავრობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოვლენების რადიკალიზება არ არის ჩვენი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მხარდამჭერი შეემატა ამ პროტესტს. ეს ხალხი აქ საკუთარი მიწის დასაცავად მოვიდა. მუხტი არ დავარდება და პირიქით შეგვიძლია ფიციც ვთქვათ : სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ საკუთარ მიწას და საკუთარ ინტერესებს“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics