|
2021-03-13 14:03:34, 1136 ნახვა
მსოფლიო
Amazon წიგნებს, სადაც გენდერული იდენტობა ფსიქიკურ დაავადებად იქნება მოხსენიებული, არ გაყიდის
Amazon წიგნებს, სადაც გენდერული იდენტობა ფსიქიკურ დაავადებად იქნება მოხსენიებული, არ გაყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ გავყიდოთ მსგავსი შინაარსის წიგნები”, - განაცხადა კომპანიამ აშშ-ის კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში. როგორც გამოცემა წერს, „ამით საცალო ვაჭრობის გიგანტმა უპასუხა რესპუბლიკელ სენატორებს, რომლებიც სვამდნენ კითხვას, რატომ ამოიღო „ამაზონმა“ კონსერვატიული ავტორის წიგნი მისი ყველა პლატფორმიდან“. გასულ თვეში წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების დისკრიმინაციას კრძალავს. კანონპროექტის დამტკიცებას სენატის ხმების ნახევარი მაინც სჭირდება. მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელების არ ერთ წარმომადგენელს, რომლებიც სენატში 100 ადგილიდან 50-ს იკავებენ, კანონპროექტის მხარდაჭერის მზაობა არ გამოუთქვამს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)