|
2021-03-12 18:46:13, 596 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში შეხვედრებს ატარებს
თბილისის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძე გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში შეხვედრებს ატარებს და მონაწილეებს ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს, არსებულ გამოწვევებს და საჭიროებებს აცნობს. საინფორმაციო შეხვედრა დღეს გლდანის გამგეობაში გაიმართა, სადაც გენდერული თანასწორობის მისაღწევად არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, ასევე, გამოიკვეთა არაერთი საჭიროება გენდერულ ჯგუფებზე მორგებული ადგილობრივი პოლიტიკის წარმოებისთვის. შეხვედრაში მონაწილეობდა გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი. გარდა ამისა, თბილისის მერის მრჩეველმა მოინახულა ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები ქალები, სადაც მათი ისტორიები და სურვილები მოისმინა. გენდერული თანასწორობის კვირეული საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ეგიდით მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში ტარდება საინფორმაციო კამპანია, დისკუსიები და შეხვედრები მოწყვლად ჯგუფებთან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან დონორ ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმილია გენდერული თანასწორობის მიმართულებით ტრენინგები თბილისის მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, აგრეთვე საქალაქო სამსახურებისა და გამგეობებისთვის. აქტივობების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შემუშავდეს ხელშემწყობი პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)