18:03 - 07 Jul, 2026
|
2021-03-11 23:53:18, 669 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიამ Jonson&Jonson-ის ვაქცინა ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა
ევროკომისიამ Covid-19-ის საწინააღდეგო Jonson&Jonson-ის ვაქცინა ევროკავშირის ტერიტოტრიაზე გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულო ფონ დერ ლეინმა Twitter-ზე დაწერა. ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA)-ს ანგარიშს მოჰყვა. სააგანტომ Jonson&Jonson-ის ვაქცინა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის კრიტერიუმებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელგიაში ბაზირებული „იანსენის“ ფარმაცევტული კომპანიის მიერ შემქნილი ვაქცინა სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ აცრის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო. ევროკავშირს „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 400 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)