07:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 23:37:22, 460 ნახვა

საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს მოუგო და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მაღალი კლასის ჩოგბურთელია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელ ლეგენდა როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრწყინვალე გამარჯვებას! დღეს, მან ლეგენდარულ როჯერ ფედერერს მოუგო და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მაღალი კლასის ჩოგბურთელია! საოცარი თამაში იყო! #გვეამაყება“,- წერს თალაკვაძე „ფეისბუქზე“.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics