20:34 - 08 Jun, 2026
|
2021-03-11 16:08:52, 591 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი - „ტვ პირველში“ შეჭრასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, ტემპერატურის აწევის მცდელობაა
„„ტვ. პირველში“ შეჭრასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, ტემპერატურის აწევის მცდელობაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. სუბარის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი ოპოზიციის მიერ მოლაპარაკებების ჩაშლის ახალი გეგმაა. „კითხვა უკვე არის ფაქტის რეკონსტრუირება და ფალსიფიცირება, იმიტომ რომ არანაირ შეჭრაზე ლაპარაკი აქ არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, რაღაცა მორიგი ტემპერატურის აწევის მცდელობა. მე წეღან ვთქვი, რომ ოპოზიცია, ეცდება ახლა გამოაგოროს ახალი თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკებების ჩაშლას. სახალხო დამცველი არის კანონის უზენაესობის ქურუმი და ის ყოველთვის უნდა იდგეს კანონის სადარაჯოზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)