2021-03-11 13:47:26, 1786 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან 1 წელი გავიდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან 1 წელი გავიდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 118 006 153-ს შეადგენს, გარდაცვლილია 2 619 676 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი კი, 66 838-ია.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან