20:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 10:15:20, 510 ნახვა

პოლიტიკა
გაერო-ში აშშ-ის ელჩი - მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია

რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას. მას ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე მოუწოდა ეუთო-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე და მოთხოვოს ოკუპაციის შეწყვეტა, ასევე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება.

„უკრაინის მიმართ აგრესიის გარდა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას, მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფას.

რუსეთს ჯერ არ აქვს სრულყოფილად შესრულებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ან ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის შეუზღუდავი შესვლის შესაძლებლობის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე და მოთხოვოს შეწყვიტოს ოკუპაცია და სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“, - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics