|
2021-03-09 16:08:30, 539 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა. „სხვა ინსტანციის იმედი არ გვაქვს. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ადამიანის ევროპული სასამართლო დაადგენს შესაბამის დარღვევებს. ვაპირებთ გასაჩივრებას. ორი კვირის ვადა აქვს იმისთვის, რომ განაჩენი დაასაბუთოს და ამ ორი კვირის ვადაში კანონის დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ. ეს იყო ცალსახად მონობის გამოვლინება. დადგა ის შედეგი, როგორ სახელმწიფოშიც ვართ“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება გიორგი ქვრივიშვილსა და არასრულწლოვანს ზ.ხ-ს მათ პატიმრობის ვადაზე სასამართლო 16 მარტს იმსჯელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)