15:35 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 12:54:57, 1719 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში დღეიდან კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების მიზანმიმართული კვლევა დაიწყო.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევისთვის შემთხვევევითი შერჩევის პრინციპით 500 ადამიანი შეირჩა.

„პოსკოვიდური კვლევების სინდრომი მსოფლიოში აქტუალური საკითხია. კოვიდგადატანილ პაციენტებს ხანმოკლე ან ხანგრძლივ პერიოდში აქვთ გარკვეული გამოვლინებები. ან მანამდე არსებული ქრონიკული გამწვავებების დროს, ან კიდევ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გაჩნდეს სხვადასხვა ტიპის გართულებები - სასუნთქი სისტემის, შემდედებელი სისტემის, გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ფსიქიკური მდგრადობის და ა.შ.

აქედან გამომდინარე, პოსტკოვიდური სინდრომი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო. ამაზე ბევრ ქვეყნებში მიმდინარეობს კვლევები. ჩვენთანაც იწყება დღეიდან მიზანმიმართული კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობს ინფექციური საავადმყოფო და ბატონი თენგიზ ცერცვაძე. შედგენილია ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი, თუ რა ტიპის გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ ამ ადამიანებმა. აქ არის შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე დამყარებული შერჩევა 500 ადამიანის. მათ ეგზავნებათ მოწვევები და პროტოკოლის გათვალისწინებით ჩაუტარდებათ შესაბამისი კვლევები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics