2021-03-09 10:35:59, 488 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს დღეს წარედგინება
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს დღეს წარედგინება.
საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენის შემდეგ შემდეგ კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში დაიწყება.
ცვლილებების მიხედვით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება. ცესკოსა და საოლქო კომისიებში წევრებს პარტიები შემდეგ შემთხვევაში დანიშნავენ. ასევე, შესაძლებელი იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის გამოყენება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან