|
2021-03-08 11:34:11, 666 ნახვა
მსოფლიო
მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა
პრინც ჰარის მეუღლემ, მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რაზისმსა და სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს, - ამის შესახებ სასექსის ჰერცოგინიამ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა. პრინც ჰარის მეუღლე აცხადებს, რომ მათ ვაჟს, არჩის, პრინცის ტიტულზე უარი იმის გამო ეთქვა, რომ სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადებისას არსებობდა შეშფოთება იმის შესახებ, რამდენად მუქი შეიძლება, რომ ყოფილიყო მისი კანის ფერი. მეგან მარკლის თქმით, ყველაზე რთული მომენტი მისთვის იყო, როდესაც პრინცის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ჰკითხა, თუ „რამდენად მუქი ფერის“ შეიძლებოდა ყოფილიოყო მათი შვილის კანი, თუმა მეგანმა უარი თქვა სამეფო ოჯახის წევრის ვინაობის დაკონკრეტებაზე. „უბრალოდ აღარ მინდოდა სიცოცხლე. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი“,- განაცხადა მეგან მარკლმა. ცნობისთვის, პრინც ჰარის მეუღლის, მეგან მარკლის დედა შავკანიანია, მამა კი, თეთრკანიანი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)