10:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 21:16:41, 796 ნახვა

სამართალი
სუს-ის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა

სუს-ის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ დაუკავებია.

„ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა.

7 მარტს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა“,- ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics