14:10 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-06 15:01:19, 4436 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანმო-ს ინფორმაციით, მომდევნო კვირაში ვაქცინის 14.4 მილიონ დოზას კიდევ 31 ქვეყანა მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, მიმდინარე კვირაში „კოვაქსისთვის“ შეკვეთილი ვაქცინები 20 ქვეყანაში ჩაიტანეს.

მისი თქმით, ქვეყნებმა ვაქცინის 20 მლნ დოზა მიიღეს.

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო კვირაში ვაქცინის 14.4 მილიონ დოზას კიდევ 31 ქვეყანა  მიიღებს.

„როგორც მოგეხსენებათ, COVAX– ისთვის ეს იყო საეტაპო კვირა, პირველი ვაქცინაცია დაიწყო განასა და კოტ დ’ივუარში.

COVAX– მა ამ ორი ქვეყნის გარდა ახლა ვაქცინები გადასცა ანგოლას, კამბოჯას, კოლუმბიას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, გამბიას, ინდოეთს, კენიას, ლესოთოს, მალავის, მალის, მოლდოვას, ნიგერიას, ფილიპინებს, კორეის რესპუბლიკას, რუანდას, სენეგალს, სუდანსა და უგანდას.

საერთო ჯამში, COVAX– მა 20 ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა მიიღო. მომდევნო კვირაში COVAX მიაწვდის 14,4 მილიონ დოზას კიდევ 31 ქვეყანას. ამით ქვეყნების საერთო რიცხვი 51-ს მიაღწევს“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics