19:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-06 11:08:24, 631 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო/ოდირი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას ყველა კერძო მაუწყებელი მიკერძოებული იყო

მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია პოლარიზებული იყო პოლიტიკური ხაზისა და ბიზნეს ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ყველა კერძო მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.

„კერძო მაუწყებლების მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ, მმართველ პარტიასა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების არარსებობამ, კამპანიის გაშუქების კონფრონტაციულმა ტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. უფრო მეტიც, ნამდვილი საგამოძიებო პროგრამებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის გამო, კამპანიის გაშუქება ზოგჯერ შემოიფარგლებოდა ყოველდღიური კამპანიის საქმიანობის გაშუქებით და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიერ გამოთქმული ბრალდებებით“,- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობდნენ დაძაბულ გარემოში, მაგალითად, საპროტესტო მიტინგების გაშუქების დროს, ზოგჯერ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის სამიზნე გახდნენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონალური მედიის სარეკლამო ბაზარი კვლავ განუვითარებელია, რაც მნიშვნელოვნად აისახება წარმოების შესაძლებლობებსა და პროგრამების ხარისხზე. მრავალი რეგიონალური და ადგილობრივი მედია ადგილობრივი ხელისუფლების ან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერას ეყრდნობა. დონორების დახმარების შედეგად, ზოგიერთმა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ ძირითადი რეგიონალური ღონისძიებები ეროვნული უმცირესობების ენებზე გააშუქა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics