|
2021-03-05 14:13:26, 442 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური: ქვეყნის მასშტაბით არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა გაგრძელდება
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში განხორციელებულ პროექტებზე. „2020 წელს ავჭალაში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები, იზოლატორები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო ტექნიკით და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 30 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი უკვე 23-ში ფუნქციონირებს. პუნქტების რაოდენობის გაზრდა წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგისა და სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქციის შესახებაც ისაუბრა. “გასულ წელს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მონიტორინგის ჩატარების ინსტრუქცია. სამედიცინო შემოწმების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2020 წლის დასაწყისში დამტკიცდა სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქცია“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, 2020 წლის 26 მარტიდან, COVID-19-ის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, იზოლატორში მოთავსებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)