17:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 13:43:59, 535 ნახვა

პოლიტიკა
ვისურვებდი, უფრო მეტი რიხით და ზარზეიმით საუბრობდეს - თეა წულუკიანი გომელაურის პარლამენტში მოსმენას ეხმაურება

ვისურვებდი, მთავრობის წარმომადგენელი უფრო მეტი რიხით და ზარზეიმით საუბრობდეს, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუაკიანმა შს მინისტრის, ვახტან გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრის გამოსვლა იყო საკმაოდ მოკრძალებული.

„მინდა მომხსენებელს ვუთხრა, რომ მისი გამოსვლა იყო საკმაოდ მოკრძალებული და ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების გარშემო ალბათ, მე პირადად ვისურვებდი, რომ მთავრობის წარმომადგენელი უფრო მეტი რიხით და ზარზეიმით საუბრობდეს. რასაც თქვენ ჩვენ გვთავაზობთ და რასაც მხარს ვუჭერდით, დღეს ეს მცდელობები გვირგვინდება. ალბათ ჩვენი მხრიდან და მითუმეტეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დაჭირდება კომუნიკაციის უფრო დიდი მასშტაბური კამპანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ადამიანის უფლებების სფეროში და ამ ოქმის მოდიფიცირება მრავალის წლის მანძილზე პრაქტიკულად ნატვრად იყო ქცეული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ე.წ. მინისტრის საათის ფორმატში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics