|
2021-03-04 18:59:10, 698 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო. დაცვის მხარე, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, პატიმრობის გადაწყვეტილების მოხსნას, ხოლო პროკურატურა ესებუასთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ პოლიცია 5 თვეზე მეტია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ, ბადრი ესებუას ეძებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)