17:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 18:36:00, 728 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან პროგრესს არ მიაღწევს, დღის წესრიგში საარჩევნო ბოიკოტის საკითხი დადგება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან პროგრესს არ მიაღწევს, დღის წესრიგში საარჩევნო ბოიკოტის საკითხი დადგება.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ გასული თვეების მანძილზე ყველაფერი გააკეთა, რათა ყველა დაერწმუნებინა, რომ ბოიკოტი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმის ნაცვლად, რომ რეალურად ფიქრობდნენ იმ შანსის გამოყენებაზე, რაც ჩვენ შემოგვთავაზა ევროკავშირმა, არიან დაკავებულნი სიცრუის ტირაჟირებით. თუ ბატონ თალაკვაძეს არ ესმის ინგლისური, შეუძლია, ვინმეს თხოვოს და უთარგმნონ რა ვთქვი მე აღნიშნულ კონფერენციაზე. მე სწორედ ის ვთქვი, რომ თუ ვინმეს ჰქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება ბოიკოტთან დაკავშირებით, მათ შორის მეც, „ქართულმა ოცნებამ“ გასული თვეების მანძილზე ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ყველა დაერწმუნებინა იმაში, რომ ბოიკოტი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

მეტიც, აღნიშნულ კონფერენციაზე ასევე ვთქვი, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ წამოვა ამ მედიაციის ფორმატში და არ მიაღწევს რაიმე პროგრესს იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არის ბატონი მიშელის გეგმაში, არამხოლოდ საპარლამენტო ბოიკოტის, არამედ საარჩევნო ბოიკოტის საკითხი დადგება დღის წესრიგში. გაუგებარი იქნება, საერთოდ რა აზრი ექნება არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციის მხრიდან, თუ არ განხორციელდა რეალური საარჩევნო რეფორმა. ასე რომ, ჩემი არგუმენტები იყო სწორედ ბოიკოტის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. როგორც ჩანს, ამდენი ანალიზის უნარი პატივცემული უმრავლესობის წარმომადგენლებს არ აქვთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე მმართველი გუნდის გარდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი შეცდომა იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics