01:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 10:34:57, 742 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - ჩვენ განვაახლებთ დემოკრატიას, რადგან ის საფრთხის ქვეშ არის

„ჩვენ განვაახლებთ დემოკრატიას, რადგან ის საფრთხის ქვეშ არის“, -  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

მანვე ისაუბრა ამერიკის პოლიტიკის შესახებ და განაცხადა, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გაატარეს იმისთვის, რომ მსოფლიოში ამერიკის ლიდერობა აღგვედგინა.

„ჩვენ ძალიან ბევრი კარგი სამუშაო გავაკეთეთ, რომ აღგვედგინა ამერიკის ლიდერობა მსოფლიოში.

როდესაც აშშ უკან დაიხევს, ორიდან ერთი მოხდება: ან სხვა ქვეყანა ცდილობს ჩვენი ადგილის დაკავებას, ან ქაოსი და საშიშროება გვექმნება. ასეა თუ ისე, ეს არ არის კარგი ამერიკისთვის.კიდევ ერთი მდგრადი პრინციპი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება ქვეყნები თანამშრომლობისთვის, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ვერანაირი გლობალური გამოწვევას, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე, ვერ შეხვდება მხოლოდ ერთი ერი - ვერც ერთი ისეთი ძლიერი, როგორც შეერთებული შტატები. და არც ერთი კედელი არ არის საკმარისად მაღალი ან ძლიერი, რომ შეაჩეროს ცვლილებები, რომლებიც გარდაქმნის ჩვენს სამყაროს“, - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics