17:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 15:51:58, 564 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები დროებით გადადო

ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი აქციები დროებით გადადოს.

აღნიშულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, საპროტესტო აქციები არ ჩატარდება.

„იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი საფუძველი დამატებითი მიზეზი, რომ უარი თქვას მოლაპარაკებაზე და ჩაშალოს ის, ოპოზიციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც იყო წინააღმდეგობის, არაძალადობრივი აქციები დაგეგმილი, გადავდოთ დროებით, ვიდრე არ დასრულდება მოლაპარაკებების ვადა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ხვალ დაგეგმილ მანქანების მსვლელობას მაინც გამართავს.

„ამის შემდეგ დაგეგმილი აქციები რაც იყო, მათ შორის 13 მარტის აქცია გადაიდო. სავარაუდოდ 20 რიცხვში ველოდებით მოლაპარაკების შედეგებს“, - დასძინა პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics