12:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 09:39:38, 527 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი, ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო.

ადგილზე სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქტივისტებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც გარკვეულ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდეს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ. ისინი ხელისუფლებისგან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics