12:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 11:39:08, 371 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა დასახლებებში 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

1-ლი  მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღების მუშაობა განახლდა.  სააღმზრდელო პროცესი აღდგა, ხონსა და სენაკში, დევნილთა დასახლებებში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც, რომლებსაც გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

გარდა ამისა, 7 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე  ფოთში, სენაკში, ზუგდიდში, ქუთაისში,  წყალტუბოში, ქარელსა და  მარნეულში. დამატებით, ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში.

გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, ლტოლვილთა დანიის საბჭო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics