2021-03-01 10:54:19, 1415 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 73 თბილისში, 33 იმერეთში, ხოლო 9 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 73 თბილისში, 33 იმერეთში, ხოლო 9 გურიაში გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან