|
2021-02-27 10:10:16, 942 ნახვა
სამხედრო
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შენარჩუნების ფაზაში კულმინაციური სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდეგ, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი შენარჩუნების ფაზას საკუთარი ძალებით გადის. ქვედანაყოფმა კულმინაციური სწავლება ჩაატარა და დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მე-11 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური დავალების შესასრულებლად მითითებები მართვის პუნქტიდან მიიღეს და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს. სიტუაციური სწავლება მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-7 როტაციის ფარგლებში წვრთნები გასული წლის დეკემბერში დაასრულა. GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)