14:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 16:30:13, 1176 ნახვა

პოლიტიკა
Washington Post - დასავლეთმა საქართველო დაკარგა

„დასავლეთმა საქართველო დაკარგა”, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“.

სტატიაში ავტორი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმსა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხს განიხილავს.

„ასი წლის წინ, 1921 წლის თებერვალში, წითელი არმია საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში შეიჭრა. ამ დღეს საქართველო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა და დაკარგა თავისუფლება და ადგილი დასავლეთში. სამშაბათს, საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ამ გზაზე - პოლიცია მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბში შეიჭრა და მისი ლიდერი, ნიკა მელია დააკავა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ნიკა მელიას დაკავება ნიშნავს იმას, რომ რეგიონში ვაშინგტონის ყველაზე ძლიერი მოკავშირე ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის.

„შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები აფრთხილებენ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, დაიცვას დემოკრატიული თამაშის წესები. ხელისუფლების მხრიდან თავშეკავების ნებისმიერი ფორმა გაქრა. ეს აშკარა სიგნალია იმისა, რომ საქართველო მკვეთრად იშორებს მისწრაფებებს, გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაპატიმრება ნიშნავს, რომ ვაშინგტონის ყველაზე ძლიერი მოკავშირე რეგიონში ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის“, - წერს ავტორი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics