|
2021-02-26 10:04:43, 501 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის პროექტების დასრულებასთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) LEADER პროექტების დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო. მონაწილეებმა პროექტების საბოლოო შედეგები განიხილეს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული აღნიშნული პროექტების საშუალებით, შესაძლებელი გახდა, საპილოტე მუნიციპალიტეტებში შექმნილიყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და წარმატებით განხორციელებულიყო დაგეგმილი აქტივობები. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ახალქალაქში, დედოფლისწყაროში, ქედასა და ხულოში პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა (GIPA, HEKS-EPER, CENN, Caritas CR) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროცესების დაგეგმვასა და შეფასებაში. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთელ რიგ ინსტიტუციურ ცვლილებებს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ყველა მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები და LEADER პროექტების განმახორციელებლები ესწრებოდნენ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)