13:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 16:50:51, 441 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო ვახო სანაიაზე - ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია, მათთან შეგუება კი დაუშვებელი

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და გმობს მომხდარ ფაქტს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები.

„აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics