13:19 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 17:06:51, 755 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო პოლიტიკური ჩიხიდან გამოვა, მხარეების უკან დახევა და დიალოგია

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურებიან.

ევროპარლამენტარები ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გადადგან ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისთვის და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება სასარგებლო არ არის და კრიზისის დაძლევის გზას არ წარმოადგენს. ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო პოლიტიკური ჩიხიდან ისე გამოვა, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე არ შეექმნება, მხარეების უკან დახევაა. მათ თავი უნდა შეიკავონ რიტორიკისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს პოლარიზაციას და კვლავ უნდა ჩაერთონ დიალოგში“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics