2021-02-24 16:57:04, 732 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თავშეკავება სჭირდება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები ტიტუს კორლაცეანი და კლოდ კერნი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
მათი განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი.
„მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ უნდა იყოს კანონზე მაღლა, პოლიციამ შეუტია „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინას და ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია დააკავა, რამაც ზედმეტად გაამწვავა დაძაბულობა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის და გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი”, - განაცხადეს მათ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან