|
2015-10-07 16:36:08, 603 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლი და თელავის საერთაშორისო ფესტივალი ქუჩაში მომუშავე ბავშვების დასახმარებლად ითანამშრომლებენ
იუსტიციის სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბაზაზე 2014 წელს შექმნილ მედიაციის სახლში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის გენერალურმა მენეჯერმა ვასილ ჯორჯიკიამ. მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო და კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლებენ. მედიაციის სახლის ბენეფიციარი არასრულწლოვნები დაესწრებიან მუსიკალურ ლექცია-კონცერტებს, სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს; მოისმენენ მუსიკის ისტორიას; დააკვირდებიან შემოქმედებით პროცესს. მოზარდები წარმატებულ მუსიკოსებსაც გაიცნობენ და უშუალოდ მათგან გაიგებენ, როგორია გზა წარმატებისაკენ, რა სირთულეების გადალახვა უწევდათ პოპულარულ ადამიანებს ახალგაზრდულ ასაკში. აქცენტი გაკეთდება არასრულწლოვან გოგონებსა და ქუჩაში მცხოვრებ ან ქუჩაში მომუშავე ბავშვებზე. ინტერესისა და მუსიკალური ნიჭის გამოვლენის შემთხვევაში კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი ხელს შეუწყობს ბენეფიციარის შემდგომ მუსიკალურ განათლებას. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციართათვის თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებთან შეხვედრაც იგეგმება. პროგრამა დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ახალგაზრდული კლუბის“ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. „ახალგაზრდული კლუბი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი პროგრამაა, რომელიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. კლუბი მედიაციის ცენტრში ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 14 წლამდე მოზარდებს ეთმობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამ პროგრამაში ქუჩაში მომუშავე ოცამდე ბავშვი, მათ შორის, გოგონები, ჩაერთო.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)